სოფელ მუსხის ისტორია
სოფელი მუსხი ისტორიული მესხეთის ცენტრში-ახალციხის რაიონში მდებარეობს,აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ასპინძის რაიონის სოფლები:რუსთავი,ზველი,ჭობარეთი.სამხრეთიდან და დასავლეთიდან-ხეოთი,ურაველი,წყორძა,კისათიბი დიატომიტის წარმოებით და ანდრიაწმინდა.ჩრდილო დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან-მინაძე,ტობა და ნაწილობრივ ორფოლა .
მუსხი ქალაქ ახალციხიდან აღმოსავლეთის მხარეს 15-იოდე კილომეტრზეა გაშენებული. 1950-წლამდე იგი მტკვრის მარცხენა ნაპირზე დიდი შოთას მშობლიური სოფლის რუსთავის მეზობლად მდებარეობდა შორეულ წარსულში კი მის სამხრეთით ე,წ ,,ძველა მუსხაში,,
1770 წლამდე არ არის ცნობილი თუ ვინ ცხოვრობდა ნასოფლარ დამალულაში (ძველა მუსხაში). ერეკლე მეფის ასპინძის ომში გამარჯვების შემდეგ გორის რაიონიდან ვინმე ოქროპირიძე ჩამოსულა სოფელ დამალულაში და თავი შეუფარებია ნანგრევისთვის, რადგან რუსეთის რეჟიმს ემალებოდა. ნანგრევში იყო ცხვრის ხუშკი (ნაკელი) სადაც იგი ღამეს ათენებდა დილით კი მზეზე თბებოდა. მან შეამჩნია, რომ ზეფენიის გორაკზე ვიღაც მეცხვარე ჩანდა ხოლმე და გადაწყვიტა მასთან მისვლა რადგან შიმშილი აწუხებდა მწყემსი აღმოჩნდა სოფელ თელვანის მკვიდრი, რომელიც მარტო დარჩენილიყო სოფელში სხვები თათრების შემოსევას გაქცეოდნენ, ზოგიც თურქეთში ტყვედ წაეყვანათ თვითონ ამ მწყემსს მიეღო მაჰმადიანობა და თავი ამით გადაერჩინა. ეს მწყემსი იყო გიორგი ჯინჭველაძე, დღევანდელი ჯინჭველაძეების წინაპარი. მისთვის თათრებს თათრული სახელი შაჰპაზა დაურქმევიათ და დღესაც შემორჩა მათ გვარს ეს მეტსახელად, მათ,,შაჰპაზიენთ ,, ეძახიან.
დამალულაში ჩამოსულმა ოქროპირიძემ შეიცვალა გვარი და ოქრომელიძედ დაეწერა მისი შვილი იყო მოსე ოქრომელიძე რომელსაც სიბერეში შეეძინა ვაჟი, რომელიც ძალიან პატარა იყო, ისეთი რომ პატარა,,პაპუცში,,(ფეხსაცმელში) ჩაეტეოდა და ამ ბავშვსაც ეს სახელი დაარქვეს და დღეს მათ შთამომავლობას ,,პაპიკიენთს,, . შემდეგ მოსულა დამალულაში ისევ გორიდან ვინმე აბაშიძე, რომელმაც სოფელ თოკიდან( ასპინძის რაიონი) შეირთო ცოლი გვარად მაისურაძე და რადგან ისიც იმალებოდა გვარი მაისურაძედ გადაიკეთა. დღევანდელი მაისურაძეები მისი ნაშიერები არიან. ასევე დაბრუნდნენ ამ სოფლიდან გაქცეული ძველი მკვიდრები, რომლებიც ქურდოსანზე (ადგილის დასახელება)ცხოვრობდნენ და გვარად ქურდაძე მიიღეს. ასევე ახალქალაქის რაიონიდან სოფელ გოკიოდან მოვიდა სამი ძმა მუხიგულაშვილი რომელთაგან ერთი დასახლდა დამალულაში და გვარად ჟუჟუნაძედ დაეწერა დღევანდელი ჟუჟუნაძეები მისი შთამომავლები არიან. ასევე მესხეთის სხვადასხვა სოფლებიდან მოვიდნენ და დასახლდნენ:ივანიძეები, მელიქიძეები, ინასარიძეები ლომიძეები და სხვა...
დამალულაში 1944 წლამდე ცხოვრობდნენ როდესაც გაასახლეს მაჰმადიანი მესხები და თათრები მესხეთის ტერიტორიიდან საცხოვრებლად გადმოვიდნენ ენგიქვევში(თათრების სოფელი)შემდეგ კი1950 წლიდან ფუღის( დღევანდელი მუსხი) ტერიტორიაზე .
1950-1960 წლებში, სულ რაღაც ათიოდე წლის განმავლობაში აშენდა სრულიად ახალი სოფელი ორსართულიანი ლამაზი ქვითკირის სახლებით. ძველი მიწური ოდა-დარბაზები ,,დამალულა მუსხის,,ისტორიას ჩაბარდა. განახლებულ მესხეთში მუსხი ერთერთი მოწინავე სოფელი გახდა. 1976 წლის 1იანვრის მონაცემებით სოფელში ითვლებოდა 195 კომლიი (მათ შორის 20 მუშა-მოსამსახურის) 1098 კაცით
მუსხის წარსული მესხეთის წარსულს უკავშირდება, ისტორიულინ ავბედობის პირობებში გაღებული მძიმე მსხვერპლის მიუხედავად, აქაურმა ქარტველმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ეროვნული კულტურა და მთელ საქართველოსთან ერთად ბედი დაუკავშირა რუსეთს. 1828 წელს რუსთა და ქართველთა ჯარების მიერ ახალციხის საფაშოს გამოხსნას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ერთომრწმუნე რუსეთთან საქართველოს გაერთიანებამ ქვეყანა დაღუპვისაგან იხსნა
სახელწოდება მუსხი, როგორც ირკვევა დაკავშირებულია მესხეთის სახელთან. აკადემიკოს ი.ჯავახიშვილის გამოკვლევით მესხების წინაპარი ტომები იყვნენ,, მუსკები,, რომლებიც საქართველოს სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ.(ი.ჯავახიშვილი-ქართველი ერის ისტორია ტომი 1. თბ. 1969. გვ 3.)
საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ,,მუსკებმა,, (მესხებმა) შექმნეს ძლიერ განვითარებულიმეურნეონა და კულტურა მის სახელს ამშვენებენ ბექა და ბეშქენ ოპიზრები, სერაპიონ ზარზმელი,ჩახრუხაძე,გენიალური შოთა რუსთაველი. ამაყად გამოიყურება დღესაც ვარძია, საფარა, აგარის მონასტერი, ზარზმა და ჭულე. მუსხისა და მესხეთის საამაყოა ისიც რომ ,,მუსხის სახელწოდებიდან არის წარმოშობილი აკადემიკოს ნ.მუსხელიშვილის გვარი,,(ზ. ჭუმბურიძე- ,,რა გქვია შენ,,თბ. 1966.გვ37.)
დღესდღეობიტ სიფელ მუსხის ღირსშესანიშნავი ადგილებია:სკოლა
სამების ეკლესია რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს
ეთნოგრაფიული მუზეუმი და მასთან არსებული ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი სოფლის მკვიდრი ქალბატონი მარიამ ჟუჟუნაძე (მარო ბაბო) მარო ბაბომ მოგვაწოდა ინფორმაცია ჩვენი სოფლის წარსულსა და ტრადიციებზე
ტრადიციები
პრობლემები
დღეს დღეობით სოფელ მუსხში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნაგვის პრობლემა. ხალხი ნაგავს ყრის მდინარეში, რომელიც საგრძნობლად არის დაბინძურებული, ასევე ნაგავს ყრიან საცხოვრებელ პუნქტებთან ახლოს, რაც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან ბავშვები აქ თამაშობენ. ამასთან დაკავშირებით ბავშვებმა საკუთარი ინიციატივით დავწერეთ პროექტი. ჩამოვიარეთ მოსახლეობაში და თითო ოჯახზე შევაგროვეთ 1 ლარი, რომ მანქანას ჩამოევლო თვეში ორჯერ და გაეტანა ნაგავი, მაგრამ სოფლის ყველა მაცხოვრებელმა არ გადაიხადა ეს თანხა და ვერ მოხერხდა სოფლიდან ნაგვის გატანა. ეს პრობლემა დღესაც გადაუჭრელი რჩება. ჩვენი აზრით საკრებულომ, უნდა აიღოს თავზე ამ პრობლემის მოგვარება და კარგი იქნება, გამოყოს მანქანა და საკმარისი თანხა რაც ხელს შეუწყობს სოფლიდან ნაგვის გატანას.
ასევე მეორე პრობლემა არანაკლებად საყურადღებოა, მოგეხსენებათ რომ მესხეთი მაღალმთიანი და მკაცრი კლიმატის მქონე რეგიონია, თითქმის 5თვე ზამთარია, ამიტომ თითოეულ ოჯახს ესაჭიროება დიდი რაოდენობით შეშა, რაც იწვევს ტყეების გაჩეხვას, მითუმეტეს რამდენიმე ჯიშის ხე ხარობს ჩვენს ტყეებში, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და დაცვა სჭირდება. ჩვენს სოფელზე გადის ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი, გარემოს, რომ გავუფრთხილდეთ ამისათვის კარგი იქნება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი აირის მილების შიდა დაქსელვა და თითოეული მოსახლისათვის მცირე პროცენტიანი სესხების გამოყოფა რითაც მოახდენენ სახლებში გაზის შეყვანას.
ქურდაძე თამარი მუსხის საჯარო სკოლა 9 კლასი საკონტაქტო ტელეფონი: 568-02-06-30
568-02-06-30.
მაისურაძე ანა მუსხის საჯარო სკოლა 9 კლასი საკონტაქტო ტელეფონი:
568-75-53-33.
ოქრომელიძე ლილი მუსხის საჯარო სკოლა 9 კლასი საკონტაქტო ტელეფონი:
568-86-54-23.
ოქრომელიძე გიორგი მუსხის საჯარო სკოლა 7 კლასი საკონტაკტო ტელეფონი:
571-90-39-19.
დამხმარე პირები
მე-9 კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებელი-ლალი ანძაველიძე
საკონტაქტო ტელეფონი:598-09-97-26.
სკოლის დირექციის წარმომადგენელი-ცისანა ნადირაძე
საკონტაქტო ტელეფონი:598-09-97-34.
მშობელი-ნონა ოქრომელიძე საკონტაქტო ტელეფონი:598-09-97-40.

ტრადიცებიდან გამოვყოთ შობა-ახალიწლის დღესასწაული. შობა-ახალ წელს, როგორც მესხეთში ასევე მუსხშიც თავისი ტრადიციებით ხვდებოდნენ. ახალი-წლის დილას ძალიან ადრე ოჯახის უფროსი ამზადებდა ტაბლს სადაც ეწყო ქადა, ლავაში, თაფლი, ჰალვა, შაქრის ნატეხები, თხილი, კაკალი და ვაშლი. მამლის ყივილის დროს ტაბლაზე დაანთებდა ოთხ სანთელს და ერდოს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შევიდოდა სახლში და ოჯახის წევრებს ტკბილეულით ,,დააბერებდა,,. დილით ოჯახი უკვე მეკვლეს ელოდებოდა. მეკვლე ტკბილეულით შედიოდა ოჯახში და ამბობდა: ,,შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერეთი, ჩემი ფეხი კვალი ანგელოზისა, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით ღვინით და პურით გავსილი,,. ამის შემდეგ მეკვლეს მიიწვევდნენ სუფრასთან. მისთვის განკუთვნილ სკამზე იდო პარკში ჩაყრილი ხორბალი, რომელზეც იგი უნდა დამჯდარიყო მისი წასვლის შემდეგ ამ ხორბალს ქათმებს უყრიდნენ, რომ მომავალ წელს კრუხ-წიწილა არ გამოლეოდათ.მეკვლის ფეხზე ბევრად იყო დამოკიდებული ოჯახის წინსვლა თუ არ მოეწონებოდათ მას მომავალ წელს შეცვლიდნენ.ახალი წლის დადგომის შემდეგ ვინც პირველად გარეთ გავიდოდა ხელცარიელი სახლში არ უნდა შემოსულიყო ან შეშა უნდა შემოეტანა, ან წყალი,რომ ის
წელი ყოფილიყო ოჯახისთვის ბარაქიანი.ასევე მეკვლე სანამ სახლში არ დაბრუნდებოდა, თმა არ უნდა დაევარცხნა, თორემ იმ ოჯახს სადაც ის მეკვლე იყო თხელი,ღარიბი წელიწადი მოუვიდოდა.ასევე ახალი წლის დღეს ქალს არ უნდა დაეგავა სახლი, პირველი ცოცხი კაცს უნდა მოესვა, რადგან კაცი ხელბარაქიანია და ოჯახს კარგი ახალიწელი მოუვიდოდა.ახალი წლის მეორე დღეს ბედობას სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარ პურს,რომელსაც "ბედის პური,,ეწოდებოდა,რომელშიც ფული იყო ჩადებული.მთელი ოჯახის სახელით ჭრიდნენ ვისაც ფულიანი ნაჭერი შეხვდებოდა იმ წელიწადს წინსვლა და წარმატებები ელოდა.ასევე თუ ვინმეს ფარდაგ-ხალიჩა მოსაქსოვი ჰქონდა იმ დღეს უნდა დაექსელა,რადგან დაბედებოდათ.პრობლემები
დღეს დღეობით სოფელ მუსხში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნაგვის პრობლემა. ხალხი ნაგავს ყრის მდინარეში, რომელიც საგრძნობლად არის დაბინძურებული, ასევე ნაგავს ყრიან საცხოვრებელ პუნქტებთან ახლოს, რაც ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან ბავშვები აქ თამაშობენ. ამასთან დაკავშირებით ბავშვებმა საკუთარი ინიციატივით დავწერეთ პროექტი. ჩამოვიარეთ მოსახლეობაში და თითო ოჯახზე შევაგროვეთ 1 ლარი, რომ მანქანას ჩამოევლო თვეში ორჯერ და გაეტანა ნაგავი, მაგრამ სოფლის ყველა მაცხოვრებელმა არ გადაიხადა ეს თანხა და ვერ მოხერხდა სოფლიდან ნაგვის გატანა. ეს პრობლემა დღესაც გადაუჭრელი რჩება. ჩვენი აზრით საკრებულომ, უნდა აიღოს თავზე ამ პრობლემის მოგვარება და კარგი იქნება, გამოყოს მანქანა და საკმარისი თანხა რაც ხელს შეუწყობს სოფლიდან ნაგვის გატანას.
ასევე მეორე პრობლემა არანაკლებად საყურადღებოა, მოგეხსენებათ რომ მესხეთი მაღალმთიანი და მკაცრი კლიმატის მქონე რეგიონია, თითქმის 5თვე ზამთარია, ამიტომ თითოეულ ოჯახს ესაჭიროება დიდი რაოდენობით შეშა, რაც იწვევს ტყეების გაჩეხვას, მითუმეტეს რამდენიმე ჯიშის ხე ხარობს ჩვენს ტყეებში, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და დაცვა სჭირდება. ჩვენს სოფელზე გადის ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი, გარემოს, რომ გავუფრთხილდეთ ამისათვის კარგი იქნება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი აირის მილების შიდა დაქსელვა და თითოეული მოსახლისათვის მცირე პროცენტიანი სესხების გამოყოფა რითაც მოახდენენ სახლებში გაზის შეყვანას.
კონკურსანტები